728x90 AdSpace

Latest News

Popular Posts

Thursday 10 July 2014

კვება ვარჯიშის დასრულების შემდეგ


რა მიზანსაც არ უნდა ისახავდეს თქვენი ვარჯიში – წონის დაკლება, ზოგადად ჯანმრთელობა, თუ სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესება ძალის და კუნთოვანი მასის მომატებით, ნებისმიერ შემთხვევაში კვებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენთვის სასურველი შედეგის მიღწევაში.  ამ თემაზე ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს – პირველი, რომ აუცილებელია ვარჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში ჭამისგან თავის შეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისკალორიები, რომლებიც ვარჯიშის პერიოდში დაიხარჯა, ისევ უკან ანაზღაურდება. მეორე მხარის საპირისპირო არგუმენტი ასეთია: თუ ვარჯისის წშემდეგ არ შეჭამ, ჩათვალე, რომ შენი ვარჯიშის შედეგები წყალში გადაყრილა, რადგან არაფერი არ ვარჯიშდება, დაიწვა ცოტა ცხიმი, მაგრამ არ მოიმატებს ძალა, ამტანობა, კუნთები, არ გაუმჯობესდება აღნაგობა და ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე. ამ უკანასკნელ მოსაზრებას ამყარებს სპორტსმენებისთვის ცნობილი ფაქტი – ამ დროს მიღებული საკვები არ ბრუნდება ორგანიზმში ცხიმის სახით, რადგან ვარჯიშის შემდგომი 20 წუთის განმავლობაში ორგანიზმში გახსნილია ე.წ "ნახშირწყლოვან–ცილოვანი ფანჯარა" და ყველაფერს, რასაც ამ დროს ორგანიზმი მიიღებს საკვების სახით, მიდის კუნთოვანი ქსოვილების აღდგენაზე.
  • Blogger Comments
  • Facebook Comments

0 კომენტარი:

Post a Comment

Item Reviewed: კვება ვარჯიშის დასრულების შემდეგ Rating: 5 Reviewed By: non